რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს კიდევ 5 ქვეყანა შეუერთდა
ჩერნოგორია, ისლანდია, ალბანეთი, ლიხტენშტეინი და ნორვეგია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა.
შეახსენებთ, რომ ევროკავსირის საბჭომ სექტემბერში დამატებითი შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. სანქციები ევროკავშირის კაპიტალის ბაზრისკენ რუსეთის ბანკების წვდომას ეხება. გარდა ამისა, რუსეთში ორმაგი დანიშნულების საქონლის ექსპორტის აკრძალვა გაფართოვდა.