აშშ-ის ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ დროებით შეაჩერა ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილება და ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული ტარიფები ხელახლა აამოქმედა.
გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, ტარიფების გაუქმების მომთხოვნმა მხარეებმა თავიანთი პოზიცია 5 ივნისამდე უნდა წარადგინონ. აშშ-ის მთავრობას კი 9 ივნისამდე აქვს პასუხის გაცემის ვადა, რის შემდეგაც სასამართლოს შეუძლია, ტარიფების შეჩერება გააგრძელოს.
შეგახსენებთ, აშშ-ის საერთაშორისო ვაჭრობის სასამართლომ დაადგინა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საერთაშორისო საგანგებო ეკონომიკური უფლებამოსილების აქტის (IEEPA) ფარგლებში 2 აპრილს გამოცხადებული გლობალური ტარიფების დაწესებით თავის უფლებამოსილებას გადააჭარბა.