ზაალ ანჯაფარიძე: ბაჩიაშვილი ტყუილ-მართალში აიხლართა, როდესაც თავის დაკავების და საქართველოში ჩამოყვანის დეტალებს მისებურად აფორმებს, თუმცა, მისდა უნებურად აღიარებს ქართული სპეცსამსახურების მაღალ პროფესიონალიზმს და ზოგადად ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების გამართულ ფუნქციონირებას
,,ბაჩიაშვილი ტყუილ-მართალში აიხლართა, როდესაც თავის დაკავების და საქართველოში ჩამოყვანის დეტალებს მისებურად აფორმებს. თუმცა, ერთ რამეს კი
აღიარებს მისდა უნებურად – ქართული სპეცსამსახურების მაღალ პროფესიონალიზმს და ზოგადად ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების გამართულ ფუნქციონირებას”, – ამის შესახებ ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ის რაც ქართულმა სპეცსამსახურებმა მაღალ დონეზე განახორციელეს ჩვეულებრივი სპეცოპერაციაა, რომელსაც უხვად ახორციელებენ სხვა სპეცსამსახურები და ამისთვის მონაწილეებს აჯილდოებენ კიდეც.
“ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი რომ თაღლით გიორგი ბაჩიაშვილს ჩადენილს არავინ შეარჩენდა. ბაჩიაშვილი ტყუილ-მართალში აიხლართა, როდესაც თავის დაკავების და საქართველოში ჩამოყვანის დეტალებს მისებურად აფორმებს. თუმცა, ერთ რამეს კი აღიარებს მისდა უნებურად – ქართული სპეცსამსახურების მაღალ პროფესიონალიზმს და ზოგადად ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების გამართულ ფუნქციონირებას. რომ ამბობს ბანდიტური გზით ჩამომიყვანესო, თავად რა გზით გაიქცა?
ეს ის ბაჩიაშვილია, რომელიც არცთუ დიდი ხნის წინ იბრიქებოდა თუ როგორ გააცურა ყველა და საქართველოდან გაიპარა. ის რაც ჩვენმა სპეცსამსახურებმა მაღალ დონეზე განახორციელეს ჩვეულებრივი სპეცოპერაციაა, რომელსაც უხვად ახორციელებენ სხვა სპეცსამსახურები, და ამისთვის მონაწილეებს აჯილდოებენ კიდეც”, – წერს ზაალ ანჯაფარიძე.