ზურაბ ქადაგიძე: ბაჩიაშვილი ვერც კი ხვდება, რომ თუ მართალია რასაც ჰყვება, პირდაპირ ადასტურებს უსაფრთხოების სამსახურის სიძლიერეს და სახელმწიფო ინსტიტუტების გამართულ ფუნქციონირებას – გიორგი, შე თაღლითო, დამნაშავეების უცხო ქვეყანაში აყვანა და დანაშაულის ჩადენის ადგილზე ჩაყვანა, სპეცსამსახურებისათვის საგმირო საქმეა

“ბაჩიაშვილი ვერც კი ხვდება, რომ ამ საუბრით, თუ ცხადია მართალია რასაც ჰყვება – პირდაპირ ადასტურებს უსაფრთხოების სამსახურის სიძლიერეს, მოწოდების სიმაღლეზე ყოფნას და ზოგადად, სახელმწიფო ინსტიტუტების გამართულ ფუნქციონირებას, “- ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე, გიორგი ბაჩიაშვილის შესახებ სოციალურ ქსელში წერს რომელმაც, სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველოს წარმომადგენლებმა “მოტაცებით” ჩამოიყვანეს საქართველოში.

ქადაგიძის განცხადებით, გიორგი ბაჩიაშვილი ცოტა ხნის წინ, “იბრიქებოდა”, რომ ჭკუით ყველას აჯობა და გაიპარა, ახლა კი კარგად ჩანს, ვის ჰქონია მეტი ჭკუა. მისივე თქმით, სპეცსამსახურების მიერ დამნაშავეების უცხო ქვეყანაში აყვანა და დანაშაულის ადგილზე ჩაყვანა საგმირო საქმეა.

“ბაჩიაშვილი ვერც კი ხვდება, რომ ამ საუბრით, თუ ცხადია მართალია რასაც ჰყვება – პირდაპირ ადასტურებს უსაფრთხოების სამსახურის სიძლიერეს, მოწოდების სიმაღლეზე ყოფნას და ზოგადად, სახელმწიფო ინსტიტუტების გამართულ ფუნქციონირებას.
ხომ იბრიქებოდა გრიგოლიასთან ჩართვაში, ჭკუით ვაჯობე ყველას და გავიპარეო?
ჰოდა ვის ჰქონია უფრო მეტი ჭკუა ჩანს კარგად და ზოგადად, გიორგი, შე თაღლითო – ორი წიგნი რომ გქონდეს წაკითხული გეცოდინებოდა, რომ დამნაშავეების უცხო ქვეყანაში აყვანა და დანაშაულის ჩადენის ადგილზე ჩაყვანა, სპეც სამსახურებისათვის საგმირო საქმეა და მაგისთვის გმირობისა და მამაცობის ორდენებს ურიგებენ პოლიციელებს!” – წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები