გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამამ ( WFP) გვიან ღამით განაცხადა, რომ მშიერი ადამიანების ბრბო საკვების მარაგის საძიებლად ცენტრალურ ღაზაში, ალ-ღაფარის საწყობში შეიჭრა, რის შედეგადაც, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაიღუპა.
გავრცელებული ცნობით, ხალხში ორი ადამიანი ჭყლეტაში მოჰყვა, ხოლო ორი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა.
როგორც მედია იუწყება, დაწესებულებაში შესვლას ასობით ადამიანი ცდილობდა, რადგან 11-კვირიანი ალყა და ისრაელის მიერ მიმდინარე ჰუმანიტარული დახმარების ბლოკადა ღაზას შიმშილის ზღვარზე ამყოფებს.
„ღაზას სურსათით დახმარების დაუყოვნებლივ გაზრდა სჭირდება. ეს ერთადერთი გზაა იმის დასარწმუნებლად, რომ ხალხი შიმშილით არ მოკვდება. WFP სასწრაფოდ მოუწოდებს ჰუმანიტარულ დახმარებას უსაფრთხო და შეუფერხებელი წვდომის უზრუნველსაყოფად, რათა ღაზაში საკვების ორგანიზებული განაწილება დაუყოვნებლივ მოხდეს“, – ნათქვამია გაერო-ს განცხადებაში.