სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ზაალ გელაშვილი და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნენ
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ზაალ გელაშვილი და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნენ. ამის შესახებ ინფორმაციას, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სოფელ ივლიტაში I და III ქუჩებზე არსებული ხიდების მოწყობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში 18 და 14 მეტრიანი სიგრძის ახალი ხიდები ეწყობა, რომელთა სიგანე 7 მეტრი იქნება.
“ქალაქის იერსახის მოწესრიგების მიზნით, რაბათის დასახლებაში გოგებაშვილის ქუჩა №7-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის გარე ფასადისა და სადარბაზოების რეაბილიტაცია გრძელდება.
ქალაქ ახალციხეში ასპინძის ქუჩა №44-ში, სპორტული კომპლექსის რეკონსტრუქციის სამუშაოები დაიწყო. პროექტის განხორციელების შემდეგ მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული ინფრასტრუქტურა, სადაც მეცადინეობასთან ერთად, შესაძლებელი იქნება ჩატარდეს ჩემპიონატები და შეჯიბრებები.
სოფელ აწყურში კი შიდა გზების რეაბილიტაცია ხორციელდება. საავტომობილო გზის 1900 -მეტრიან მონაკვეთზე ბეტონის საფარი იგება, ეწყობა გვერდულები, მიერთებები, ეზოებში შესასვლელები, ანაკრები რკინა-ბეტონის კიუვეტები და ლითონის ცხაურები.
ინფრასტრუქტურული პროექტების ადგილობრივი ბიუჯეტიდან და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება,”- ნათქვამია ინფორმაციაში.