„ბათუმი კინოში“ – დამწყებ გიდებს ტრენინგი ჩაუტარდათ

„ბათუმი კინოში” – ამ თემაზე დამწყებ გიდებს საინტერესო ტრენინგი ჩაუტარდათ. კინოდოკუმენტალისტმა ოლიკო ჟღენტმა მათ იმ ფილმებსა თუ ნაწარმოებებზე ესაუბრა, რომლებიც ბათუმში, ციხისძირსა თუ ჩაქვშია გადაღებული. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ტრენინგისას ხაზი გაესვა ცნობილ ევროპელ მწერლებსა და მათი ნაწარმოებების ეკრანიზაციას აჭარის შავიზღვისპირეთში. ტრენინგის შედეგად, დამწყები გიდების გადამზადების პროგრამის მონაწილეებმა შეისწავლეს, თუ როგორ წარმოაჩინონ ბათუმი, როგორც კინემატოგრაფიის ქალაქი და როგორ გაუწიონ მათ პოპულარიზაცია ტურისტებთან. პარალელურად, გიდები ბათუმის ძველი ბულვარის პრაქტიკულ ტურსაც დაესწრნენ. დამწყები გიდების გადამზადების ინტენსიური ტრენინგ-კურსი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით მესამე თვეა მიმდინარეობს.

“გადამზადების პროგრამის მიზანი ბათუმის ტურის გიდების მომზადება, გიდის პროფესიით დაინტერესებული ადამიანებისთვის პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების გადაცემა, კომპეტენტური, წყაროზე დაფუძნებული ინფორმაციის მიწოდება და გიდისთვის საჭირო უნარების გამომუშავება და განვითარებაა. დამწყები გიდების გადამზადების პროგრამა მოიცავს როგორც თეორიულ სატრენინგო საკითხებს, ასევე, ქალაქის მარშრუტებსა და ობიექტებზე გასვლითი ტრენინგების ჩატარებას ან პრაქტიკულ გასვლით გამოკითხვებს. სასწავლო პროგრამის ბოლოს ჩატარდება გამოცდები, რომლის განმავლობაშიც მონაწილეები ჩაატარებენ პრაქტიკულ ტურებს ტურიზმის დეპარტამენტის მიერ სპეციალურად მოწვეული ტუროპერატორებისთვის.

ტრენინგის შედეგად, დამწყები გიდების გადამზადების პროგრამის მონაწილეებმა შეისწავლეს, თუ როგორ წარმოაჩინონ ბათუმი, როგორც კინემატოგრაფიის ქალაქი და როგორ გაუწიონ მათ პოპულარიზაცია ტურისტებთან.

პარალელურად, გიდები ბათუმის ძველი ბულვარის პრაქტიკულ ტურსაც დაესწრნენ. დამწყები გიდების გადამზადების ინტენსიური ტრენინგ-კურსი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით მესამე თვეა მიმდინარეობს,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები