კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეფისქალაქში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.