რუსეთმა უკრაინას კიდევ ათასი დაღუპული უკრაინელი სამხედრო მოსამსახურის ცხედარი გადასცა,- ამის შესახებ პრეზიდენტის თანაშემწემ, ვლადიმერ მედინსკიმ განაცხადა
“სტამბოლის შეთანხმებების გაგრძელების მიზნით, დღეს უკრაინაში უკრაინის შეიარაღებული ძალების კიდევ ათასი ჯარისკაცის ცხედარი გადაასვენეს”, – დაწერა მედინსკიმ Telegram-ის არხზე.
მისივე განმარტებით, სანაცვლოდ, რუსეთმა 19 დაღუპული ჯარისკაცის ცხედარი მიიღო.
შეგახსენებთ, სტამბოლში 2 ივნისს გამართულ მოლაპარაკებებზე უკრაინა და რუსეთი 6000 დაღუპული სამხედროს ცხედრების გაცვლის შესახებ შეთანხმდნენ.