პუტინმა დასავლეთს ურჩია, რუსეთზე ზეწოლა არ მოახდინოს
დასავლეთის მცდელობები, რომ რუსეთზე ზეწოლა განახორციელონ, უკრაინაში სიტუაციის დარეგულირებას ხელს არ შეუწყობს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
„ჩვენმა პარტნიორებმა უნდა გააცნობიერონ, რომ რუსეთზე ზეწოლის მცდელობები ცალმხრივი, არალეგიტიმური შემზღუდველი ნაბიჯების გზით დარეგულირებას არ აახლოებენ, არამედ დიალოგს მხოლოდ ართულებენ“, – განაცხადა პუტინმა ერთ-ერთ ინტერვიუში. პრეზიდენტმა პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ მისი პარტნიორები აცნობიერებენ რუსეთის შანტაჟის მცდელობების უაზრობას და გაიხსენებენ, თუ რა შეიძლება გამოიწვიოს მსხვილ ბირთვულ სახელმწიფოებს შორის განხეთქილებამ სტრატეგიული სტაბილურობისთვის. ამასთან, პუტინმა განაცხადა, რომ დასავლურ პარტნიორებთან კონსტრუქტიული დიალოგისთვის მზადაა. რაც შეეხება უკრაინულ კრიზისს, ვლადიმერ პუტინის აზრით, უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად საჭიროა უკრაინაში შიდა დიალოგი ყველა პოლიტიკური ძალის და რეგიონის მონაწილეობით. დიალოგის ფარგლებში, პუტინის განცხადებით, ქვეყნის საკონსტიტუციო წყობა უნდა იყოს განხილული.