ედიშერ გვენეტაძე ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე: სხვადასხვა ჯურის მტრებს ამცნო, ვერანაირი შანტაჟი ვერ მაიძულებს უარი ვთქვა ჩემი სამშობლოს სასიცოცხლო ინტერესებზეო – ამას ვერასოდეს გაიგებენ ისინი, ვისაც საქართველოს ოკუპირებული სოფლები ქვების გროვად მიაჩნია, ამას ვერასოდეს მიხვდებიან კოლექტიური “ნაცმოძრაობის” მხარდამჭერები
საქართველოზე უზომოდ შეყვარებულმა ხმამაღლა ამცნო სხვადასხვა ჯურის მტრებს – მე ვერანაირი შანტაჟი, ვერანაირი თანხა ვერც გაღმიდან და ვერც გამოღმიდან ვერ მაიძულებს უარი ვთქვა ჩემი სამშობლოს, საქართველოს სასიცოცხლო ინტერესებზეო, – ასე ეხმიანება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე, “ქართული ოცნების” დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომელიც მან აშშ-ის საელჩოს საპასუხოდ გაავრცელა.
გვენეტაძის თქმით, ამ ეპოქაში ის რომ გააკეთო, რასაც ბიძინა ივანიშვილი აკეთებს და უზარმაზარ მონსტრებს სამშობლოსა და შენი ხალხის ინტერესებისათვის დაუპირისპირდე, თხემით ტერფამდე ქართველი უნდა იყო. მისივე განცხადებით, ამას ვერასდროს გაიგებენ უსამშობლოები – ის ადამიანები, რომლებსაც ოკუპირებული სოფლები ქვების გროვად, სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების კორპუსები კი ბებია-ბაბუის საჩუქრად მიაჩნია.
“საქართველოს უგვირგვინო მეფე ილია ჭავჭავაძეს ამბობდა: “სამშობლოს მსახურება ყველგან მსხვერპლია და არა სეირიო”.
ეს რომ ასეა, მკაფიოდ ცხადყო მთელი თავისი განვლილი და ახლანდელი მოღვაწეობით ნამდვილმა მამულიშვილმა ბნ-მა ბიძინა ივანიშვილმა.
დღეს ამ უდიდესმა მეცენატმა, მთელი მსოფლიოს გასაგონად კიდევ ერთხელ მკაფიოდ განაცხადა: “არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს, სხვა ქვეყნის სამოთხეზედაო”.
საქართველოზე უზომოდ შეყვარებულმა ხმამაღლა ამცნო სხვადასხვა ჯურის მტრებს – მე ვერანაირი შანტაჟი, ვერანაირი თანხა ვერც გაღმიდან და ვერც გამოღმიდან ვერ მაიძულებს უარი ვთქვა ჩემი სამშობლოს, საქართველოს სასიცოცხლო ინტერესებზეო.
ამ ეპოქაში ეს რომ გააკეთო და პრაქტიკულად უზარმაზარ მონსტრებს სამშობლოსა და შენი ხალხის ინტერესებისათვის დაუპირისპირდე უბრალოდ უნდა იყო, თხემით ტერფამდე ქართველი კაცი, და იყო ბიძინა ივანიშვილი.
ამას ვერასოდეს ვერ გაიგებენ ისინი, ვისაც საქართველო საასპარეზო მოედნად, მისი ოკუპირებული სოფლები ქვების გროვად, დედაქალაქის ცენტრალური ადგილები და სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების კორპუსები ბებია-ბაბუას ნაჩუქრად მიაჩნია.
ამას ვერასოდეს გაიგებს და მიხვდებიან კოლექტიური ნაცმოძრაობის მხარდამჭერები, უსამშობლოები, უცხოელთაგან ფულის მოლოდინში სამშობლოს ცენტებად გაყიდვის მომლოდინენი”, – წერს ედიშერ გვენეტაძე Facebook-ზე.