საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი, ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა
საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი, ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ლაშა აბაშიძემ კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად მოდერნიზაციის პროექტის მიმდინარე სამუშაოები განიხილა.
მხარეებმა პროექტის სწრაფად დასრულებაზეც იმსჯელეს. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა თუ რა დადებითი ზეგავლენა ექნება აღნიშნულ ინფრასტრუქტურულ პროექტს საქართველოსთვის. აუდიენციის დასასრულს, საუბარი სამომავლო თანამშრომლობის საკითხებსაც შეეხო.