პუტინი ორდღიანი ვიზიტით ევროპაში მიემგზავრება

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ორდღიანი ვიზიტით ევროპაში მიემგზავრება. პუტინი ბელგრადის გათავისუფლების 70 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრება და ფორუმ „აზია-ევროპა“-ში მიიღებს მონაწილეობას.
სერბეთში და იტალიაში ვიზიტის დროს პუტინმა მთელი რიგი ორმხრივი შეხვედრა დაგეგმა. ბელგრადში პუტინი სერბეთის პრეზიდენტს ტომისლავ ნიკოლიჩს და პრემიერ-მინისტრს ალექსანდრე ვუჩიჩს შეხვდება.
მილანში ჩასვლისთანავე პუტინი გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს შეხვდება. საუბრისას ყურადღება უკრაინის საკითხებზე გამახვილდება. პუტინი და მერკელი განიხილავენ მინსკის შეთანხმებების რეალიზების საკითხს, გარდა ამისა, ისაუბრებენ რუსეთის გაზის ევროპაში ტრანზიტის შესახებ“, – განაცხადეს კრემლში.
გავრცელებული ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინი ასევე იტალიის ხელმძღვანელობასაც შეხვდება. რუსეთის პრეზიდენტი პირველად იტალიის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს, მატეო რენცს ესაუბრება. აღსანიშნავია, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრი რუსეთის მიმართ რბილი რიტორიკითაა ცნობილი.
კიდევ ერთი შეხვედრა ხვალ, 17 ოქტომბერს გაიმართება. დაგეგმილია პუტინის და ავსტრიის კანცლერის ვერნერ ფაიმანის საუბარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები