რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების ოთხი შემთხვევა დაფიქსირდა
რუსეთში კორონავირუსის NB 1.8.1 ვარიანტით ინფიცირების ოთხი შემთხვევა დაფიქსირდა, – ამის შესახებ „როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელმა, ანა პოპოვამ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ახალი კორონავირუსი დღესაც პრობლემად რჩება, თუმცა ის არც ისე მწვავეა.
„ის [გენოვარიანტი NB 1.8.1] პირველად იანვარში გამოჩნდა და წელს ჩინეთში აღწერეს. შემდეგ აზიის სხვადასხვა ქვეყანაში, ინდოეთში და ამერიკის შეერთებულ შტატებში იქნა აღწერილი. მის შესახებ გარკვეული ინფორმაცია არსებობდა. დღეის მონაცემებით, ჩვენ ის რუსეთის ფედერაციაში აღმოვაჩინეთ. დღეისთვის კორონავირუსის ამ ახალი გენოვარიანტით ინფიცირების ოთხი შემთხვევაა“, – თქვა პოპოვამ.