ფრიდრიხ მერცი უნგრეთსა და სლოვაკეთს დაფინანსების შეწყვეტით ღიად ემუქრება
გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, უნგრეთისა და სლოვაკეთის მთავრობების პრორუსული პოზიციის გამო საჭიროა, რომ ევროკავშირმა ამ ქვეყნებზე ზეწოლა განახორციელოს.
“თუ ამ კურსს გავაგრძელებთ, ჩვენ ვერ შევძლებთ უნგრეთთან და სლოვაკეთთან კონფლიქტის თავიდან აცილებას. ევროკავშირს შეუძლია განახორციელოს ზეწოლა ამ ორ ქვეყანაზე, რომლებიც კანონის უზენაესობის პრინციპებს არღვევენ.
ყოველთვის არსებობს იმის საშუალება, რომ ამ ქვეყნებს ევროპული ფონდებიდან დაფინანსება შეუწყდეს”,- განაცხადა მერცმა.