ახალი საფრთხე: ებოლას ვირუსმა მუტაცია დაიწყო (ვიდეო)
აშშ-ში სასწრაფო – სამედიცინო რეაგირების ჯგუფის შექმნა გადაწყდა. გავრცელებული ინფორმაციით, ესენი სპეციალურად მომზადებული ექიმები არიან, რომლებიც ებოლათი დაავადებულების გაჩენის შემთხვევაში შტატების ნებისმიერ კლინიკაში ოპერატიულად ჩავლენ.
მეცნიერების განცხადებებით, ებოლას ვირუსმა მუტაცია დაიწყო. ვირუსის სახეობა ახლა უკვე 300-სს აჭარბებს. შესაძლოა, დაავადების ელვისებურ გავრცელებას სწორედ მუტაცია უწყობს ხელს და უნივერსალური ვაქცინის დამუშავებას კი აფერხებს.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ში ებოლათი დაავადების მეორე შემთხვევა დადასტურდა. დაინფიცირდა სამედიცინო დაწესებულების თანამშრომელი, რომელიც ლიბერიელ თომას დუნკანს მკურნალობდა.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=3KXBx4fpdjo” width=”560″ height=”315″]