იუსტიციის მინისტრმა შიდა ქართლის რეგიონული არქივის ახალი შენობა დაათვალიერა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, გორში, შიდა ქართლის რეგიონული არქივის ახალი შენობის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო.

ეროვნული არქივის ინფორმაციით, იუსტიციის მინისტრმა, მოადგილეებთან ერთად, არქივის საცავები, სამკითხველო დარბაზი და სამუშაო სივრცე დაათვალიერა.

1840 კვ.მ. ფართობის 4-სართულიან შენობაში გორის, ქარელის, ხაშურისა და კასპის მუნიციპალიტეტის 340 ათასამდე დოკუმენტი განთავსდება და 2025 წლიდან შიდა ქართლის რეგიონის ისტორიული მასალა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად შეინახება, ამასთან, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება თანამშრომელთა სამუშაო პირობები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები