რუმინეთის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი კალინ ჯორჯესკუ პოლიტიკიდან მიდის
რუმინეთის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი კალინ ჯორჯესკუ, პოლიტიკიდან მიდის,- ამის შესახებ მან თავად განაცხადა.
როგორც ის ამბობს, მან გადაწყვიტა, საზოგადოებრივ პროცესებში აქტიურად მონაწილეობა შეწყვიტოს და პოლიტიკური ძალის შექმნას არ გეგმავს.
“რუმინეთის 2025 წლის პრეზიდენტის თანამდებობის არჩევნები დასრულდა. მათთან ერთად, მე გადავწყვიტე, შემეწყვიტა პოლიტიკურ პროცესებში ჩემი აქტიური მონაწილეობა, იმის გათვალისწინებით, რომ სუვერენიტეტის მოძრაობის ეს ფაზა დასრულდა”, – განაცხადა ჯორჯესკუმ.
2024 წლის არჩევნების პირველ ტურში ჯორჯესკუმ ხმების 22.9 პროცენტის მოპოვება შეძლო. თუმცა, რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ არჩევნები რუსეთის ჩარევის ჩარევის გამო გააუქმა.