მოსკოვი მემორანდუმის პროექტის შემუშავებას აგრძელებს – საგარეო საქმეთა სამინისტრო
რუსული მხარე, უკრაინის კონფლიქტის მოგვარების შესახებ მემორანდუმზე მუშაობას აგრძელებს და როგორც კი დოკუმენტი მზად იქნება, მას კიევს გადასცემს,- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
“რუსეთი მომავალი სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ მემორანდუმის პროექტის შემუშავებას აგრძელებს, რომელიც რიგ პოზიციებს განსაზღვრავს, როგორიცაა კონფლიქტის მოგვარების პრინციპები, სამშვიდობო შეთანხმების შესაძლო დადების ვადები, გარკვეული პერიოდის განმავლობაში შესაძლო ცეცხლის შეწყვეტა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი შეთანხმებები იქნება მიღწეული.
ჩვენ ველით, რომ უკრაინული მხარეც იგივე სამუშაოს შეასრულებს და თავის დასკვნებს რუსული დოკუმენტის მიღებასთან ერთად გამოგვიგზავნის“, – განაცხადა მან ბრიფინგზე.
ამავდროულად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინული მხარის პოზიციის გამო, სტამბოლში მოსკოვისა და კიევის დელეგაციების შეხვედრაზე შეთანხმებების მიღწევა რთული იყო.
“ამ მიმართულებით დღის წესრიგი, ფაქტობრივად, ყოველდღე ვითარდება. შეხედეთ, რას აქცევენ ისინი იმ შეთანხმებებად, რომლებიც კიევის რეჟიმის პოზიციის გამო გაჭირვებით იქნა მიღწეული“, – თქვა მან.