ტრამპმა ევროკავშირის პროდუქციაზე 50%-იანი ტარიფების დაწესება გადადო

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ მან ევროკავშირთან ტარიფებთან დაკავშირებული მოლაპარაკებები 9 ივლისამდე გაახანგრძლივა.

„დღეს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, დამირეკა და მთხოვა 50%-იანი ტარიფის  1 ივნისამდე დადგენილი ვადის გაგრძელება. მე დავთანხმდი გახანგრძლივებას 2025 წლის 9 ივლისამდე“, – დაწერა მან თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ზე.

პარალელურად, ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ ტრამპთან კარგი საუბარი ჰქონდა.

„ევროპა მზადაა მოლაპარაკებები სწრაფად და გადამწყვეტად წინ წასწიოს. კარგი შეთანხმების მისაღწევად 9 ივლისამდე დრო გვჭირდება“, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები