ისრაელის თავდაცვის ძალები – ბოლო 48 საათის განმავლობაში, ღაზაში 200-ზე მეტი დარტყმა განხორციელდა

ისრაელის სამხედრო ძალების ცნობით, ბოლო 48 საათის განმავლობაში, ღაზას სექტორში მათ 200-ზე მეტი იერიში მიიტანეს.

მათივე განცხადებით, სამიზნეში შედიოდნენ ტერორისტული აქტის მონაწილეები, იარაღის საწყობები, ტანკსაწინააღმდეგო და სნაიპერული პოზიციები, გვირაბის შახტები და სხვა ინფრასტრუქტურა.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ჯარებმა ასევე დრონებით დაბომბეს რამდენიმე ოპერატიული თანამშრომელი, რომლებიც ძალების მახლობლად შენობებში შენიშნეს.

პალესტინური მედიის ცნობით, ალ-ჯარჯავის სკოლაზე დარტყმის შედეგად დაიღუპა, სულ მცირე, 25 ადამიანი, მათ შორის ბავშვები.

ისრაელის სამხედროების განცხადებით, მოსახლეობისთვის ზიანის მინიმუმამდე დაყვანისთვის მათ მრავალი ზომა მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები