აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო: დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავთ სტრატეგიულ პარტნიორ საქართველოს
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
შესაბამისი პოსტი უწყებამ X-ზე გამოაქვეყნა.
„ვულოცავთ ჩვენს მეგობარს, მეზობელს და სტრატეგიულ პარტნიორ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! ვულოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხს“, – აღნიშნულია ტექსტში.