სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილს: საქართველოსთან ურთიერთობების განვითარებას განსაკუთრებული ადგილი უკავია სომხეთის საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

მისი თქმით, საქართველოსთან ურთიერთობების განვითარებას სომხეთის საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.

„საქართველოსთან ურთიერთობების განვითარებას განსაკუთრებული ადგილი უკავია სომხეთის საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში. ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის სტრატეგიულ დონემდე აყვანის შესახებ გადაწყვეტილებას კი უდავოდ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების საქმეში“,-აცხადებს მინისტრი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები