ტანია ფაიონი: სლოვენია კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს – იმედს გამოვთქვამ, რომ თქვენი ქვეყანა მომავალშიც განაგრძობს ევროპული ინტეგრაციის პროცესს
სლოვენიის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი ტანია ფაიონი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
„სლოვენია კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს. იმედს გამოვთქვამ, რომ თქვენი ქვეყანა მომავალშიც განაგრძობს ევროპული ინტეგრაციის პროცესს, მათ შორის, ევროკავშირის ისეთი ღირებულებების განმტკიცების გზით, როგორიცაა თავისუფლება, თანასწორობა, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა დაცვა“ , -აცხადებს ფაიონი.