ამირ ოჰანა შალვა პაპუაშვილს: კონსტრუქციული თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის კიდევ უფრო გაღრმავდა ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში, მათ შორის საპარლამენტო დონეზე

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ქნესეთის თავმჯდომარე, ამირ ოჰანა ულოცავს.

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისთვის გამოგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ ისრაელ და ქართველ ხალხს შორის არსებული მეგობრობა ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში კიდევ უფრო გამყარდა.

„ისრაელელ და ქართველ ხალხს შორის არსებული მეგობრობა და კონსტრუქციული თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის კიდევ უფრო გაღრმავდა ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში, მათ შორის საპარლამენტო დონეზე.

უაღრესად მოხარული ვარ თქვენთან ჩვენი ბოლოდროინდელი შეხვედრით საერთაშორისო საპარლამენტო ასამბლეაზე ტაშკენტში. მწამს, რომ ჩვენს შორის არსებული პროფესიონალური დიალოგი მომავალშიც გაგრძელდება“, – აღნიშნულია წერილში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები