მეფე ჩარლზი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზი, ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
“მაშინ, როცა ქართველი ხალხი დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს, მე და ჩემი მეუღლე მოხარული ვართ, გამოგიგზავნოთ ჩვენი ყველაზე გულთბილი მილოცვა. მოუთმენლად ველოდები ჩვენი ორი ქვეყნის ხალხებს შორის მჭიდრო მეგობრობისა და ძლიერი პარტნიორობის გაგრძელებას. მე და ჩემი მეუღლე დიდი სიამოვნებით ვუგზავნით ჩვენს საუკეთესო სურვილებს ყველა ქართველს მომავალ წლებში”, – აღნიშნულია მისალოც წერილში. რომელსაც საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო აქვეყნებს.