საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა, ავთანდილ გულიკაშვილმა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის – „პოეზია უპირველეს ყოვლისა” საზეიმო დახურვის ღონისძიებაზე გოგლა ლეონიძის სახელობის პრემიის ლაურეატები დააჯილდოვა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა, ავთანდილ გულიკაშვილმა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის – „პოეზია უპირველეს ყოვლისა” საზეიმო დახურვის ღონისძიებაზე გოგლა ლეონიძის სახელობის პრემიის ლაურეატები დააჯილდოვა. ინფორმაციას საგარეჯოს მერია ავრცელებს.
გულიკაშვილის თქმით, მუნიციპალიტეტი ქართული მწერლობის და ზოგადად ქართული კულტურის განვითარების უპირობო მხარდამჭერია.