სოფო ნიკოლაიშვილი: დღეს იგივე ხდება აბსოლუტურად – „იმედი“ დღესაც მიაჩნიათ ყველაზე დიდ საფრთხედ
“დღეს იგივე ხდება აბსოლუტურად. იმედი დღესაც მიაჩნიათ ყველაზე დიდ საფრთხედ და იმის გარანტიად, რომ ხელისუფლებაში იმედის პირობებში ძალიან რთულად დაბრუნდებიან, რადგან იმედს აქვს უდიდესი რეიტინგი,” – ამის შესახებ „იმედის“ პროდიუსერმა და ჟურნალისტმა სოფო ნიკოლაიშვილმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის სახიფათო ძალაა და ის ჟურნალისტები, რომლებიც მათ ემსახურებიან, არასწორ გზაზე დგანან.
„რაც არ უნდა ფიეკ კამპანია წამოიწყონ, ან შექმნან მოდელირებული ქრონიკასავით ნიუსები, აქ არის იმედი რომელიც ამას ამხელს. რა თქმა უნდა არის შეტევა პიროვნებებზე, ჟურნალისტებზე; ვიღაცას სჯერა იმ ნარატივის, რომ რუსული მედიაა, უბრალოდ ამ ძალისგან, ამ პარტიული ჟურნალისტებისგან არასოდეს არ მივიღებ ასეთ შეფასებას, იმიტომ რომ მე ვთვლი რომ ეს ძალა არის სახიფათო საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის და ის ჟურნალისტები არიან არასწორ გზაზე. მე მოვლენები მახსოვს და მხოლოდ ფაქტები მაძლევს ამის თქმის საშუალებას, რომ ეს ძალა არ იცვლება. იმედის მიკროფონზე შეტევა – შეტევა არ არის, ადამიანის უფლების შელახვა არ არის და დანარჩენი ყველაფერი შეტევაა. ეს არის ორმაგი სტანდარტი რომელიც ყველაზე მძიმე სენია დღეს ჩვენს საზოგადოებაში. ეს ყველაფერი არის მათი დანერგილი და თუკი იმედი უფრო რადიკალური გახდა მათ მიმართ ეს არის მათი დამსახურება. წარმოუდგენელია სხვანაირად მათ ებრძოლო. რომელი ევროპულია ის მეთოდები რითაც ყოველდღე იბრძვიან? ანტი გმირებს გმირებად რომ გვისახავენ, აბსოლუტურ მოღალატეებს, წარუმატებელ გაბოროტებულ, ადამიანებს რომ გმირებად წარმოგვიჩენენ და ბავშვებს ახალგაზრდა თაობას აბსოლუტურ ანტი გმირებზე ზრდიან. აბსოლუტურ მოღალატეებს, შეუმდგარ, წარუმატებელ გაბოროტებულ ადამიანებს რომ გმირებად წარმოგვიჩენენ. ეს არის უდიდესი მავნებლობა“, – განაცხადა ნიკოლაიშვილმა.