გორის მერია: ქალაქის ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ზაფხულის სეზონის განმავლობაში, სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება

,,ქალაქის ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ზაფხულის სეზონის განმავლობაში, სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება”,- ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

,,ქალაქის სკვერებისა და რეკრეაციული სივრცეების მოვლა/მოწესრიგების მიზნით სააგენტო ყოველდღიურად სხვადასხვა სახის სამუშაოებს აწარმოებს.

ბალახის თიბვა, მცენარეების გასხვლა-ფორმირება, ხეების გადაბელვა, შეწამვლა, მორწყვა და სხვა. პარარელურად სკვერებში მიმდინარეობს დაზიანებული ინფრასტრუქტურის განახლება, სკამების, ურნების რესტავრაცია, ლამპიონებზე ნათურების ამოცვლა.

პერიოდულად ირეცხება მიწისქვეშა გადასასვლელები და იწმინდება სანიაღვრე არხები.

ქალაქის ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ზაფხულის სეზონის განმავლობაში, სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები