ირაკლი რუხაძე: გიორგი არველაძემ პირდაპირ გადმოგვცა გასაღები ისე, რომ ვინ იყო მფლობელი ტელევიზიის, საერთოდ არ მინახავს – ეს იყო 2012 წლის ბოლო, არჩევნებიდან ხელისუფლების გადაბარებამდე

გიორგი არველაძემ პირდაპირ გადმოგვცა გასაღები ისე, რომ ვინ იყო მფლობელი ტელევიზიის, საერთოდ არ მინახავს. ეს იყო 2012 წლის ბოლო, არჩევნებიდან ხელისუფლების გადაბარებამდე, – ამის შესახებ პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა, ირაკლი რუხაძემ განაცხადა.

„2012 წელს, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა, მივედი ბადრის მეუღლესთან, ინა გუდავაძესთან და ვუთხარი, მოდი მე წავალ და დაველაპარაკები გიგი უგულავას მეთქი. გიგი უგულავა მონაწილეობდა [„იმედის“ დაბრუნების] მოლაპარაკებებში და რაღაც ურთიერთობა მქონდა. წავედი უგულავასთან და ვკითხე, აპირებდნენ თუ არა, რომ [ტელეკომპანიის] მმართველობა გადაეცათ [ბადრის ოჯახისთვის]. ვაპირებთო. ვუთხარი, მაშინ ჩამოვივლი და ვინც მოაწერა ხელი [„იმედის“ ჩამორთმევას] – პრეზიდენტს მოვაწერინეთ სააკაშვილს, მინისტრებს – გავაბათილებ ამ ხელშეკრულებას და ისევ გიჩივლებთ „იმედის“ გამო მეთქი. ეს რომ არ გავაკეთო, მოდი „იმედი“ დაგვიბრუნეთ მეთქი. ინამ მითხრა, ამას არ გააკეთებენო. უგულავამ გვითხრა, მიშას დაველაპარაკებიო, ელაპარაკა და გვითხრა, რომ ხვალ გელოდებათო. გიორგი არველაძემ პირდაპირ გადმოგვცა გასაღები ისე, რომ ვინ იყო მფლობელი ტელევიზიის, საერთოდ არ მინახავს. ეს იყო 2012 წლის ბოლო, არჩევნებიდან ხელისუფლების გადაბარებამდე. მეორე დილას შევედით „იმედში“. ძალიან ემოციური იყო ეს ყველაფერი. ასე დავიბრუნეთ „იმედი“, – აღნიშნა რუხაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები