საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი, ავთანდილ გულიკაშვილი საჯარო სკოლებს ესტუმრა და მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი, ავთანდილ გულიკაშვილი საკრებულოს თავმჯდომარე – ალექსი გილაშვილთან და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელ – ლელა ფანოზიშვილთან ერთად საჯარო სკოლებს ესტუმრა, მეთორმეტე კლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცა და წარმატებები უსურვა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეჯოს მერია ავრცელებს.

გულიკაშვილის თქმით, კურსდამთავრებულებმა მეტი პასუხისმგებლობა უნდა იქონიონ საკუთარი მომავლისა და ქვეყნის წინაშე.

„დღეს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში მეთორმეტე კლასელებისთვის „ბოლო ზარი” დაირეკა. ჩვენი მუნიციპალიტეტის კურსდამთავრებულებს ვულოცავ ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენას – სკოლის დამთავრებას. თქვენს ცხოვრებაში სრულიად ახალი ეტაპი იწყება – ახალი გამოცდილებით, ურთიერთობებით, მეგობრებით, ცოდნისა და განვითარების ახალი პერსპექტივებით, მეტი პასუხისმგებლობით საკუთარი მომავლისა და ქვეყნის წინაშე. წარმატებებს გისურვებთ ამ მნიშვნელოვან გზაზე.” – განაცხადა ავთანდილ გულიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები