დავით შერაზადიშვილი, მოქალაქეთა საჭიროებების ინდივიდუალურ ფორმატში გაცნობას განაგრძობს
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ბოლნისის, დმანისის,თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი მოქალაქეთა მიღებას და მათი საჭიროებების ინდივიდუალურ ფორმატში გაცნობას განაგრძობს. ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, დელეგატმა, ბოლნისის ბიუროში მორიგი შეხვედრა გამართა მოსახლეობასთან, სადაც ინდივიდუალურ ფორმატში მოისმინა მათი საჭიროებები.