ალუდა ღუდუშაური რადიკალურ ოპოზიციაზე: ისიც კი ვერ შეძლეს, რომ როდესაც ჭირისუფალი ადამიანი მოდის, უბრალოდ, გაჩუმდნენ მაინც – ამის საპირისპიროდ ქილიკობენ და იძახიან, ეს ყველაფერი დადგმულია, მიწაში კი არ ჩაგიწვინეთ შვილი, არამედ, იტყუებით

ფაქტია, ამათ ვერაფერი ისწავლეს, ვერც ის ისწავლეს, რომ უბრალოდ პატიება, მიტევება სთხოვო ადამიანს. ვერც ამის ძალა იპოვეს საკუთარ თავში, იმდენად პატარა კაცები არიან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების შესახებ განაცხადა.

მისი განცხადებით, ოპონენტებმა ისიც კი ვერ შეძლეს, რომ მაშინ მაინც გაჩუმდნენ, როდესაც “ნაცმოძრაობის” რეჟიმის მიერ დაზარალებული ადამიანები, ჭირისუფლები მოდიან კომისიის სხდომაზე, ამის საპირისპიროდ კი ისინი ქილიკობენ.

“ფორმალურად ხომ ამ ქვეყნის პასპორტი უდევთ, დარწმუნებული ვარ, გულის ჯიბეში არ ედებათ, მაგრამ, სადღაც, თაროზე ხომ უდევთ და გაოგნებული ვარ – ისიც კი ვერ შეძლეს, რომ როდესაც შავებში ჩაცმული, ჭირისუფალი ადამიანი მოდის, უბრალოდ, გაჩუმდნენ მაინც. ამასაც კი ვერ აკეთებენ, ამის საპირისპიროდ ქილიკობენ და იძახიან, ეს ყველაფერი დადგმულია, მიწაში კი არ ჩაგიწვინეთ შვილი, არამედ იტყუებითო. “თქვენ იტყუებით, ეგ ჩვენ არ ვიყავით და საერთოდ, ეს ყველაფერი არის ფარსი” – ასე იძახიან,” – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დღეს განსახილველი საკითხია 2011 წლის 26 მაისის საქმე და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის სხვა ფაქტები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები