დავით შერაზადიშვილმა ბოლნისის ბიუროში მოქალაქეთა ტრადიციული მიღება გამართა

საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ბოლნისის, დმანისის,თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატმა დავით შერაზადიშვილმა ბოლნისის ბიუროში მოქალაქეთა ტრადიციული მიღება გამართა.

შერაზადიშვილის თქმით, მიზანია თითოეულ მოქალაქეს დახმარება კომპეტენციის ფარგლებში დროულად გაეწიოს.

„დღევანდელ შეხვედრაზე მოსახლეობამ ისაუბრა როგორც საერთო, ისე, ინდივიდუალურ საჭიროებებზე. ვიმსჯელეთ არსებული გამოწვევების დაძლევის გზებზე.ჩვენი მიზანია თითოეულს კომპეტენციის ფარგლებში დროულად გავუწიოთ დახმარება.მოქალაქეებთან პირდაპირი და აქტიური კომუნიკაცია მნიშვნელოვანია. მათგან მიღებული ინფორმაცია გვაძლევს შესაძლებლობას უკეთ განვსაზღვროთ პრიორიტეტები. „- განაცხადა დავით შერაზადიშვილმა

ბიუროში მოსახლეობასთან შეხვედრა ხვალაც გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები