2011 წლის 26 მაისს დაზარალებული დავით ჭიჭინაძე: დღეს მოდაში შემოვიდა, რომ ადამიანი დააბულინგონ რატომ აქ არ დგახარ, ან რატომ ხარ ჩუმადო, იმ უბედურ დროს ერთი სიტყვა, შენიშვნა, ან დაყვედრება, არ გაუგია არავის ჩვენი ოჯახისგან, რამდენი გადავიტანეთ, იმიტომ რომ გვესმოდა, ადამიანები იყვნენ ტერორში
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე საუბრობს, ნონა გაფრინდაშვილის შვილი, დავით ჭიჭინაძე, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ სისხლიანი რეჟიმის მიერ 2011 წლის 26 მაისის დარბეული აქციის ერთ-ერთი დაზარალებულია.
დავით ჭიჭინაძე იხსენებს „ნაცმოძრაობის“ სისხლიანი რეჟიმის მიერ დამყარებულ ტერორს.
„ერთი ფაქტი მინდა ვთქვა, იმ დროს, თუ რა დონის დაშინებას და ტერორს ჰქონდა ადგილი. დიდი ნათესაობა გვყავს, განსაკუთრებით გაფრინდაშვილების მხრიდან, როგორც ყველა ქართულ ოჯახს. ორნი ერთად ვიწექით სახლში ნაოპერაციები, თემო [ცოლის ძმა] საავადმყოფოდან გამოვაპარეთ და რამდენიმე ნათესავმა გაბედა სანახავად მოსვლა, მე მინდა ახალგაზრდების გასაგონად ვთქვა. დღეს ყველა ვისაც ერჩის, ან არ ერჩის გული, მაგარია რაღაცების კრიტიკაში, მაშინ სანახავად ვერ მოდიოდნენ, ეს იმ ხალხზე მაქვს ლაპარაკი, რომელიც ძალიან ახლობელია, ძალიან შინაურია, ბევრი ამაგი გვაქვს ერთმანეთზე და არც ვადანაშაულებდით. ერთი საყვედური არც დედაჩემისგან და არც ჩემი ოჯახისგან, ან ჩემგან არ მიუღია არავის. რომ შენ რატომ ჩვენთან ერთად არ იდექი, ან რატომ შენც რა მოგხვდა, რატომ არ მინახულე. იმიტომ რომ, გვესმოდა რა ტერორში იყო ეს ხალხი. სხვას ძალით ამ უბედურებაში ჩვენ ვერ გავხვევდით. ყველს თავისი არჩევანი აქვს ეს არის თავისუფლება, რაზეც ძალიან ხშირად მიდის აპელირება თავისუფლება არის, რომ საკუთარი თავის და საკუთარი „მე“ გადაწყვეტილება მიიღოს თვითონ. რამდენიმე მოვიდა და მანქანები სხვა ქუჩებზე გავაჩერეთო, რატომ – მეთქი. თქვენთან მანქანები მორიგეობსო „კუდ-ის“, „სოდ-ის“, ეზოსთან ორივე შესასვლელთანო და რომ არ დაეფიქსირებინათ, შემოვლითი გზებით მოვიდნენ რათა ვენახეთ. დიდი მადლობა თითოეულ მათგანს ამისთვის. სხვებსაც დიდი მადლობა, რა თქმა უნდა ჩვენს გვერდით იდგნენ“,- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
დავით ჭიჭინაძის თქმით, დღეს მოდაში შემოვიდა, რომ ადამიანი დააბულინგონ რატომ აქ არ დგახარ, ან რატომ ხარ ჩუმადო, იმ უბედურ დროს კი ერთი სიტყვა, შენიშვნა, ან დაყვედრება, არ გაუგია არავის მისი ოჯახისგან, რადგანაც ესმოდათ რომ საზოგადოება იყო ტერორში.
„ დღეს მოდაში შემოვიდა, რომ ადამიანი დააბულინგონ რატომ აქ არ დგახარ, ან რატომ ხარ ჩუმადო, იმ უბედურ დროს ერთი სიტყვა ასეთი შენიშვნა ჩვენგან, ან დაყვედრება არ გაუგია არავის ჩვენი ოჯახისგან, რამდენი გადავიტანეთ, იმიტომ რომ გვესმოდა, ადამიანები იყვნენ ტერორში. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვთვლიდით, რომ უნდა გვებრძოლა ღირსებისთვის და რეჟიმის წინააღმდეგ და ჩვენს თავზე მივიღეთ პირველი დარტყმა ჩვენთვის ეს იყო ჩვეულებრივი ამბავი.“-განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.