“17 მაისს კოლექტიურმა “ნაცმოძრაობამ” დიდი შეცდომა დაუშვა, გაემიჯნენ ოჯახის სიწმინდის და მშობლების პატივისცემის დღეს, გაემიჯნენ ეკლესიას” – ამირან სალუქვაძე

“17 მაისს, კოლექტიურმა “ნაცმოძრაობამ” დიდი შეცდომა დაუშვა, გაემიჯნენ ოჯახის სიწმინდის და მშობლების პატივისცემის დღეს, გაემიჯნენ ეკლესიას”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.

“თუ გახსოვთ, შარშან, როცა დაინახეს, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გამოვიდა, სიუჟეტებს აკეთებდნენ, ჩაწერეს რამდენიმე ქალი, ამბობდნენ მანდ მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლები არ არიან, ოპოზიციაც არისო.

მაგათ სიუჟეტებს სოცქსელში კითხვის ფორმით ვუპასუხე, თუ თქვენც მანდ იყავით, ოჯახს, ტრადიციულ ღირებულებებს და ეკლესიას რატომ ებრძვით მეთქი?!

წელს დადგნენ იქ, სადაც უნდა იდგნენ: ეკლესიის და საზოგადოების იმ ნაწილის საპირისპირო მხარეს, ვისთვისაც მიუღებელია თავსმოხვეული აღვირახსნილობა, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ქართული ტრადიციული ფასეულობები.

ამ ბოლოს ერთი მხრივ ტრადიციონალისტობას იბრალებენ, გირჩი ჯაფარიძე და ხაბეიშვილიც კი, მეორე მხრივ 17 მაისს წარმოუდგენელი აგრესია დააორგანიზეს, იწყევლებოდნენ, ილანძღებოდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ მსვლელობაში მონაწილეებს, დაარბენინებდნენ ჟურნალისტებს და სურდათ დაემტკიცებინათ, რომ მსვლელობაში მონაწილე ასობით ათასი ბედნიერი სახეების მქონე ადამიანი ძალით მიდენილი ფარა იყო.

ოპომედიას და მათ რესპოდენტებს ორი ვერსია ჰქონდათ: “მღვდლებმა მრევლი ქუჩაში გამოიყვანეს” და “საჯარო სექტორი გამოიყვანეს”.

ამათი ჭკუით, საჯარო სექტორში მომუშავე პირებს დღესასწაულებზე გამოსვლის უფლება არ აქვს. დარბოდნენ და ეძებდნენ ნაცნობ სახეებს. და თითო-ოროლა სახის ჩვენებით სურდათ თავისი ვერსიის განმტკიცება.

რამდენი ადამიანი იყო კერძო სექტორიდან მისული, ძალიან კარგად იციან, მაგრამ ამ ხალხთან და ეკლესიასთან ღირებულებითი დაპირისპირება ამჯობინეს. რას მოიგებენ, ნახავენ.

კიდევ ერთი ხაზი ჰქონდათ. კითხვებს სვამდნენ, ამ ხალხში რამდენი მოძალადე ან ცოდვილი იქნებაო?!

ამათ ჰგონიათ, თუ ცოდვილი ხარ, ეკლესიაში არ უნდა იარო და ცოდვების მონანიებას არ უნდა ცდილობდე.

ყველაზე სასაცილოა, როცა ამბობენ, ეკლესიას არ ვებრძვით, საპატრიარქოს ვუპირისპირდებითო. თითქოს საპატრიარქო ეკლესიის ნაწილი არაა?!

თუმცა, მასეც რომ მივუდგეთ, საპატრიარქოს გარდა, 17 მაისის აღნიშვნაში ყველა მოქმედი ეკლესია-მონასტერი და მღვდელმსახური იყო ჩართული.

ამ დროს ოთხ ბლოკად გაშლილი ნაცმოძრაობა, კლონიერბული ერთკაციანი პარტიებით, გვერდზე გადგა. ზოგი დუმდა, ზოგიც ღია აგრესიით დაუპირისპირდა ამ ღონისძიებაში მონაწილე საზოგადოებას. სამაგიეროდ მხარი დაუჭირეს ქაშვეთის ეკლესიის წინ ფერადი ბოლის გაშვებას.

საინტერესოა, რამდენ ხანში ექნებათ ეკლესიის ცრუ სიყვარულის მორიგი ფარისევლობა?!”, – წერს სალუქვაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები