ჯო ბაიდენს პროსტატის კიბო დაუდგინდა

ამერიკის 46-ე პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, პროსტატის კიბო დაუდგინდა,- ამის შესახებ ბაიდენის პირადი ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც მედია იუწყება, ბაიდენს ავთვისებიანი სიმსივნე აქვს, ხოლო მეტასტაზები ძვლებზეა გავრცელებული.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას გამოეხმაურა.

„მე და მელანია დამწუხრებულები ვართ ჯო ბაიდენის სამედიცინო დიაგნოზის გამო. ჯილსა და ბაიდენების ოჯახს ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებთ, ჯოს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას“, – დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები