სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომა გაიმართა

14 ოქტომბერს, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომა გაიმართა. როგორც “კვირას” საბჭოდან აცნობეს, აღნიშნულ სხდომაზე სხვა თემებთან ერთად, ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული ვითარება და „რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების” გაფორმების შესაძლებლობაც განიხილეს. საბჭოს წევრებმა იმსჯელეს მოვლენათა განვითარების ყველა შესაძლო ვარიანტზე და ხელისუფლების მხრიდან რეაგირების მექანიზმებზე. სხდომის შემდეგ, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გავრცელდა საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომელიც შეთანხმებული იყო სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოსთან”, – აცხადებენ უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები