„გამოძიება დაადგენს, გატაცება “ნაცმოძრაობიდან” მოდის, თუ გამტაცებლები ჩვეულებრივი კრიმინალები არიან“

შს მინისტრის მოადგილე ვახტანგ გომელაური 19 წლის იოსებ გიორხელიძის მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე ყოფილი სოდის და კუდის თანამშრომლების დააკავების საკითხს გამოეხმაურა. ვახტანგ გომელაურის თქმით, გამოძიება დაადგენს, გატაცება “ნაცმოძრაობიდან” მოდის. თუ გამტაცებლები ჩვეულებრივი კრიმინალები არიან.
“მე მინდა ვისარგებლო და მადლობა გადავუხადო ყველა იმ თანამშრომელს, რომლებმაც ნამდვილად 24 საათის განმავლობაში მუხლჩაუხრელად იმუშავეს და შედეგიც დადგა, მძევალი უვნებლად გათავისუფლდა და ოთხივე პიროვნება, ვინც მონაწილეობდა გატაცებაში, დაკავებული იქნა. დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ და დემოკრატიის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია სიტყვის თავისუფლება. რა თქმა უნდა, ყველას შეუძლია, როგორც ჩვეულებრივ მოქალაქეს, ასევე პოლიტიკოსებსაც, საკუთარი მოსაზრება თქვან და გააჟღერონ. მე ვერ ვთვლი, რომ რამე საგანგაშო განცხადება გაკეთდა. ძიება მიმდინარეობს, ყველაფერი დაიდება – საიდან მოდის ეს, „ნაციონალური მოძრაობიდან“ თუ ჩვეულებრივი კრიმინალები არიან. ამ ყველაფერს ძიება დაადგენს და განცხადება გაკეთდება“,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები