ოთარ დანელიამ ENPARD-ის პროექტში ჩართულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

სოფლისმეურნეობისსამინისტროშიENPARD-ის(ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის) პროექტში ჩართულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ ევროკავშირის, სასოფლო – სამეურნეოკოოპერატივების განვითარების სააგენტოს, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), გაეროს განვითარების ფონდის (UNDP)წარმომადგენლები. შეხვედრა სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ გახსნა და დამსწრე საზოგადოებას სოფლის მეურნეობის სამინისტროს უახლოესი ერთი წლის გეგმები გააცნო. ოთარ დანელიამ ყურადღება გაამახვილა იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც დღეს სოფლის მეურნეობის სამინისტრო დგას. სამუშაო შეხვედრაზე ENPARD-ის (ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის) პროექტის მონაწილე ოთხი კონსორციუმის (Oxfam, Care International, People in Need, MercyCorps,) წარმომადგენლებმა, პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიშებიწარმოადგინეს. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ევროკავშირის, სოფლის მეურნეობის სამინისტროსადა არასამთავრობო სექტორის ერთობლივი და კოორდინირებული მუშაობა ENPARD-ის პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ასეთი ფორმატის სამუშაო შეხვედრები სოფლის მეურნეობის სამინისტროში რეგულარულად ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები