გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს 100 წლის იუბილე მიულოცა
“გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიასთან და მერთან ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად, მეორე მსოფლიო ომის ვეტერან შოთა გოგატაძეს სახლში ესტუმრა და 100 წლის იუბილე მიულოცა,”- ამის შესახებ ინფორმაციას გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა შოთა გოგატაძეს ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს, ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვეს.