“აბაშიძე-კარასინი ხვალ ღვინოზე და ხილ-ბოსტანზე არ ილაპარაკებენ “

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე აბაშიძე – კარასინის ხვალინდელ შეხვედრას გამოეხმაურა.
მინისტრის შეფასებით, შეხვედრაზე საუბარი არა ეკონომიკურ ურთიერთობებს, არამედ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან დაგეგმილი ხელშეკრულების გაფორმებას შეეხება. “ვფიქრობ, ასეთ ვითარებაში უკეთესია აბაშიძე-კარასინის შეხვედრის ჩატარება, რადგანაც, რა თქმა უნდა, აბაშიძე-კარასინი არ ილაპარაკებენ ხვალ ღვინოზე და ხილ-ბოსტანზე. ილაპარაკებენ, პირველ რიგში, ამ თემაზე, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის ის ფორმატი, სადაც მსგავსი საკითხები განიხილება, ძალიან ძნელი იქნება და ეს არც მოხდება, რომ ისინი გადავიდნენ ჰუმანიტარულ ურთიერთობებზე, ეკონომიკურ კავშირებზე, მაშინ როდესაც ასეთი ასეთი სერიოზული შეშფოთების საგანი არსებობს”,- განაცხადა ფანჯიკიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები