ვინ ჩავა სტამბოლში უკრაინასთან მოლაპარაკებებზე – პუტინმა რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა დაასახელა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 15 მაისს სტამბოლში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე დელეგაციის შემადგენლობა დაასახელა.

დელეგაციის მეთაურად პუტინის თანაშემწე, ვლადიმირ მედინსკი არის დანიშნული.

დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიან: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს უფროსი იგორ კოსტიუკოვი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრ ფომინი.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის ექსპერტთა შემადგენლობაც განსაზღვრა.

ექსპერტთა სიაში არიან: ალექსანდრ ზორინი (რუსეთის გენერალური შტაბის ინფორმაციის სამმართველოს ხელმძღვანელის მოადგილე), ელენა პოდობრეევსკაია (ჰუმანიტარულ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის სამმართველოს ხელმძღვანელის მოადგილე), ალექსეი პოლიშჩუკი (რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მეორე დეპარტამენტის დირექტორი) და ვლადიმირ შევცოვი (რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის მოადგილე).

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სტამბოლში 15 მაისს რუსეთ-უკრაინის პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვის ინიციატივით გამოვიდა. თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პუტინს თურქეთში 15 მაისს პირადად დაელოდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები