სუს-ის უფროსი შალვა პაპუაშვილის წლიური ანგარიშის წარდგენას დაესწრო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი – ანრი ოხანაშვილი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, მინისტრთა კაბინეტის წევრებსა და სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის წლიური ანგარიშის წარდგენას დაესწრო.

ამის შესახებ ინფორმაციას სუსი ავრცელებს.

“შალვა პაპუაშვილმა საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე მეათე მოწვევის პარლამენტის საქმიანობა შეაჯამა.

პარლამენტის თავმჯდომარემ საკანონმდებლო ორგანოს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა, ასევე, მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის პრიორიტეტები მიმოიხილა”, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები