„დასავლეთის ქვეყნებს ბევრად უფრო აქტიური ურთიერთობა აქვთ ირანთან, ვიდრე დღეს აქვს, სამწუხაროდ, საქართველოს” – სამხარაძე
“დასავლეთის ქვეყნებს ბევრად უფრო აქტიური ურთიერთობა აქვთ ირანთან, ვიდრე დღეს აქვს, სამწუხაროდ, საქართველოს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
“სწორედ ახლა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ამ განცხადებაზე, ამ დღეებში მიმდინარეობს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ძალიან ინტენსიური მოლაპარაკებები ბირთვულ პროგრამასთან და ურთიერთობების აღდგენასთან დაკავშირებით. ამიტომ, ქვეყანას, რომელსაც აქვს პრეტენზია, იყოს დამოუკიდებელი, აქვს უფლება, თვითონ განსაზღვროს ვისთან ჰქონდეს ურთიერთობები და ვისთან – არა. სტრატეგიულ საგარეო პრიორიტეტებს რაც შეეხება, ეს სტრატეგიული პრიორიტეტები მოცემულია და ჩაწერილია ჩვენს კონსტიტუციაში. დანარჩენი არის საქართველოს პარლამენტის და საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტი“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.