ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით საკურორტო სოფელ ტიმოთესუბანში სპორტული მოედნის და დასასვენებელი სივრცის მოწყობა მიმდინარეობს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით, საკურორტო სოფელ ტიმოთესუბანში სპორტული მოედნის და დასასვენებელი სივრცის მოწყობა მიმდინარეობს. ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.

,,პროექტის ფარგლებში, სპორტული მოედანი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვება. დასასვენებელი ზონა ეწყობა მწვანე სივრცეში, სადაც განთავსდება საპარკო სკამები და მოწესრიგდება გარე განათება.

პროექტი ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობას, ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტებისთვის უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნას ისახავს მიზნად”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები