ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი თანამდებობიდან გადადგა

ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი თანამდებობიდან გადადგა.

ამის შესახებ განცხადება ჩიქოვანმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

“მივიღე გადაწყვეტილება ბათუმის მერის თანამდებობის დატოვების შესახებ.
ქალაქის ხელმძღვანელად ყოფნა იყო დიდი პატივი და მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა. მინდა მადლობა გადავუხადო ბათუმელებს გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერისთვის, მადლობა იმ გუნდს, რომელთან ერთადაც წლების განმავლობაში ვმუშაობდი ჩვენი ქალაქის საკეთილდღეოდ.
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ქართული ოცნების დიდ ოჯახს და, რა თქმა უნდა, ვრჩები ამ გუნდის ერთგულ წევრად”, – დაწერა არჩილ ჩიქოვანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები