რუსეთის ქალაქ პერმში “ლუციფერი” დაიბადა
ქალაქ პერმში მშობლებმა საკუთარ შვილს ლუციფერი დაარქვეს. ამ გადაწყვეტილებამ გააოცა არა მარტო პერმის მცხოვრებლები. ლუციფერის 24 წლის დედამ საკუთარი არჩევანი იმით ახსნა, რომ ის და მისი მეუღლე სატანისტები არიან.
„მეუღლეს უნდოდა შვილისთვის ლუციანის დარქმევა, მე კი – ლუციფერის. მე ძალიან რთული მშობიარობა მქონდა და ქმარს სიტყვა მივეცი, რომ თუ ბავშვი გადარჩებოდა, ჩვენ მას ლუციფერს დავარქმევდით. ყველაფერი კარგად დამთავრდა და მეც სიტყვა შევასრულე“, – ამბობს ბავშვის დედა ნატალია მენშიკოვა.
ამასთან პერმის ეპარქიის ახალგაზრდობასთან მუშაობის განყოფილების უფროსის სერგეი დუნინის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ლუციფერს ეკლესიაში მოსვლა მოუნდება, როდესაც გაიზრდება, ისინი მას მიიღებენ. „თუ ის შეხედავს საკუთარ მშობლებს და მიხვდება, რომ არ უნდა ასეთი ცხოვრება, ჩვენ მას სხვა სახელით მოვნათლავთ. წმინდა ადამიანის სახელით და არა ეშმაკის“, – განაცხადა დუნინმა.