მახაშვილი – ოპოზიციაზე: ეს პარტიები სადაც უნდა წავიდნენ და წამოვიდნენ, მაინც „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო ტრიალებენ
“ეს პარტიები სადაც უნდა წავიდნენ და წამოვიდნენ, მაინც „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო ტრიალებენ, ძალადობა, ჩხუბი, დაპირისპირება და საზოგადოებაში ქაოსის შეტანა, სწორედ ეს არის მათი ერთადერთი მიზანიც და ხელწერაც”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა საპარლამენტო ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
„მგონი, ეს ფაქტი კარგად აჩვენებს იმას, რეალურად, თუ რა არის მათი სახე. ეს პარტიები სადაც არ უნდა წავიდნენ და წამოვიდნენ, მაინც „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო ტრიალებენ. ეს არც პირველი შემთხვევაა და როგორც ჩანს, არც უკანასკნელი იმის ჩვენების, თუ რა არის მათი ხელწერა და ენა. იმის ნაცვლად, რომ დიალოგში შევიდნენ და ილარაპაკონ, მათთვის მიუღებელ ყველა პარტიას, არ აქვს მნიშვნელობა, რომელ პოლიტიკურ ოჯახში ხარ, რას ფიქრობ და რა არის შენი პოზიცია, ნებისმიერ შემთხვევაში, მათი მხრიდან გარიყული და იგნორირებული ხარ, თუ მათ პოზიციებს არ ეთანხმები. ის, რომ ვინმე გოტა გააგდეს, ეს ახალი არ არის, ეს მათთვის ჩვეულებრივი ხელწერაა – ძალადობა, ჩხუბი, დაპირისპირება და საზოგადოებაში ქაოსის შეტანა. სწორედ ეს არის მათი ერთადერთი მიზანიც და ხელწერაც. მით უმეტეს, როცა ეს ერთი შეხედვით ისეთ დღეებს ეხება, რომელიც საზოგადოებას უნდა აერთიანებდეს. ამ დღესაც კი, ისინი არ ნებდებიან და აგრძელებენ საკუთარ ხელწერას – მათთვის მიუღებელი ადამიანების და პირების საზოგადოებიდან გაძევებას“,- განაცხადა მახაშვილმა.