რაგბის კლუბი „ბათუმი” საქართველოს ჩემპიონია

ქუთაისში, აია არენაზე რაგბიში საქართველოს ჩემპიონატის, კროკობეთ დიდი 10-ის ფინალური შეხვედრა გაიმართა.

გადამწყვეტ მატჩში ერთმანეთს რაგბის კლუბი ქუთაისის „აია” და „ბათუმი” დაუპირისპირდნენ. დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვება ბათუმის გუნდმა ანგარიშით 10:14 მოიპოვა და საქართველოს ჩემპიონი გახდა.

ფინალურ შეხვედრას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე – სულხან თამაზაშვილი სპორტის მინისტრ შალვა გოგოლაძესთან, სახელმწიფო რწმუნებულთან იმერეთის მხარეში, ლევან ზალკალიანთან, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტთან, დავით კაჭარავასთან, ასევე, აჭარის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები